“ახალი საქართველოს “ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჯანდაცვის სამინისტროს ამჟამინდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ვაშაძემ მთავრობას სწრაფი ტესტების შეძენისაკენ მოუწოდა.ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ტესტების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ეპიდემიის ზღვარზეა. ვაშაძემ მთავრობას მოქმედებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლა კამერებთან კეკლუცობა და ბრიფინგის ბრიფინგზე ჩატარება არაა.
“მე მინდა საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მივმართო. ვირუსთან ბრძოლა, ტელევიზიებთან კეკლუცობა და ბრიფინგის, ბრიფინგზე ჩატარება არ არის. ეს არის კონკრეტული საქმის კეთება. დღეს საქართველოში მთავარი პრობლემა არის ის, რომ სწრაფი ტესტები ვერ კეთდება კორონავირუსთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში ეს უკვე არის. გამოვიდა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც გვეუბნება, რომ რაღაც ბიუროკრატიული პროცედურიდან გამომდინარე 5 კომპანიას უარი უთხრეს ტესტების შემოტანაზე. ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ყველას უნდა, რომ ტესტი გაიკეთოს, რათა დარწმუნდეს, რომ მას არ აქვს ეს დაავადება. თქვენ კი ამ დროს ბიუროკრატიაში ხართ ჩაფლულები. გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ყველა კერძო ლაბორატორია უნდა ჩართოთ ამ პროგრამაში. ხელის შეშლა მყისიერად უნდა მოიხსნას, ყოველგვარი რეგულაცია უნდა მოიხსნას ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით“
კომენტარები