დონეცკის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ აზოვსტალზე შტურმი დაიწყო.
აზოვსტალში – აზოვის მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრებულები არიან მარიუპოლის მცველები – 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა და აზოვის ბატალიონი, ასევე, ქარხანას თავს აფარებს ათასამდე მოქალაქე – ბავშვები და მოხუცები.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსები აზოვსტალს სუპერ მძიმე ბომბებს ესვრიან.
სეპარატისტების სარდლობის წარმომადგენლის, ედუარდ ბასურინის თქმით, აზოვსტალზე თავდასხმას ახორციელებენ “სპეციალურად შერჩეული ჯგუფები” რუსული ავიაციასთან და არტილერიასთან ერთად.
დღეს, 19 აპრილს რუსეთმა მარიუპოლში, ქარხანა აზოვსტალში გამაგრებულ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდა და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე მისცა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი იარაღის დაყრას კომბინატში შექმნილი “კატასტროფული მდგომარეობის და წმინდა ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამომდინარე” მოითხოვს.
აზოვსტალის ქარხანას თავს ბავშვები და მოხუცებიც აფარებენ. რუსეთმა დღეს მასზე შეტევა დაიწყო, შემდეგ კი შეწყვიტა და უკრაინელებს დანებების წინადადებით მიმართა.
რუსული მხარე ირწმუნება, რომ ყველას, ვინც იარაღს დაყრის, სიცოცხლე შეუნარჩუნდება.
კომენტარები