ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი:
,,ყველაზე ჩურჩიტის ნომინაციაში მაინც ის ხალხი მყავს დაწინაურებული “არც მაგათი და არც ვინმეს მოთხოვნით არ მინდა რამე ვაკეთოო”, ან უფრო განათლებული რომ გამოჩნდეს “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო” რომ გაიძახიან.
ჯერ ერთი ამ განათლებულებს გამონათქვამების წიგნები აქვთ ეტყობა წაკითხული, თორემ იქვე “ცარიელ მშვიდობაზე” და გამძვინვარებულ თერგზე ამბებიც გაახსენდებოდათ, მაგრამ ეს იქით იყოს, მართლა მათი განათლების დონეს ხომ არ ვამოწმებთ.
მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე რომ გვეყუდნოდეს ამისთვის
— მტერი და მოყვარე არ უნდა აგვერიოს;
— უსაფრთხოების ისეთი სისტემა უნდა ვიპოვოთ რომ ის თავი მხრებზე შევინარჩუნოთ;
— როცა ცივილიზაციური არჩევანის წინაშე ვდგებით საღორეში არ უნდა ვდურთოთ თავი;
— მოსახლეობა ევროპა-ამერიკაში კი არ უნდა გაგვექცეს თავის გადასარჩენად ან მინიმალური წარმატების ძიებაში, აქ ჩვენს სამშობლოში უნდა შევქმნათ ევროპულ- ამერიკული კეთილდღეობა;
– ეთამაშა “ჩიხურაში” ან დარჩენილიყო ვლადიკავკაზში, რას გარბოდა შვეიცარიაში, და ეხლა არ მითხრათ ევროპელი ფეხბურთელებიც გადადიან სხვა ქვეყნების კლუბებშიო ? იმედია ხვდებით განსხვავებას როცა მილიონიანი კონტრაქტით სხვა მილიონიან კონტრაქტზე მიდიხარ და როცა 100 ლარიანი კონტრაქტიდან გარბიხარ ?
დიახ, ჩვენი თვითმიზანი უნდა იყოს, სახელმწიფოებრივი მიზანი როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, როგორმე თავი შევყოთ ევროკავშირში და ნატოს უსაფრთხოების ქოლგა გადაგვეფაროს;
დიახ, თავი უნდა მოვიკლათ შრომით რომ ეს ომებგამოვლილი და ტეროტორიებწართლეული ქვეყანა როგორმე სამშვიდობოზე გავიყვანოთ თორემ სულ დავკარგავთ ამ თავს და ქვეყანასაც და მილანში გადახვეწილი კალა იქიდან გააგრძელება Fashion week-ებზე სიარულს ?
ძალიან სიმბოლურია ამ პოსტს ვწერ მექსიკაში ამერიკაში მიმავალი. მართალია მე აეროპორტში ვარ და იმ ჯოჯოხეთს არ გავდივარ მაგრამ მაინც სიმბოლურია ?
კომენტარები