ასობით მილიონი კალია შეესია აღმოსავლეთ აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს. BBC-ის ცნობით, ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური და დამანგრეველი შემოსევაა, რომელმაც ბუნება გაანადგურა.
მწერები, რომლებიც ყოველდღიურად ჭამენ იმ წონის საჭმელს, რამდენიც თვითონ არიან, მეცნიერების თქმით, მრავლდებიან ისე სწრაფად, რომ მათი რაოდენობა უახლოეს მომავალში შეიძლება ოთხჯერ გაიზარდოს.
ჯერ კიდევ იანვარში გაერო კრიზისის აღმოსაფხვრელად 76 მილიონი დოლარის მობილიზებას მიიჩნევდა საჭიროდ, ახლა კი ეს რიცხვი 138 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
გაეროში აცხადებენ, რომ თუ ფონდი არ შეიქმნება, შემდგომში მოუწევთ აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის, საკვების გაგზავნა, რადგან მწერები მწვანე საფარს აზიანებენ და შიმშილის საფრთხეს ქმნიან.
კომენტარები