საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბუკა პეტრიაშვილი:
“პირველი და უმთავრესი – მარიუპოლი ძალიან მაგრად დგას! ალყაშია, ბომბავენ, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ჩვენები აკონტროლებენ, ქუჩის ბრძოლებში კიდევ ფაშისტებს მუსრს ავლებენ!
ირპენის გათავისუფლებას არათუ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვისაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა! ვენაცვალე ბიჭებს!
კიდევ ჩვენებმა გუშინ კიევის მოდამოებში, ჟიტომირის სტრატეგიული ტრასის არეალში გაათავისუფლეს მოტიჟინი, კაპიტანოვკა, ლისნა და დმიტრივკა! ფაშისტებს კიევის სიახლოვეს არც კი მიასუნინებენ!
გუშინ ნადავლის მხრივ ძააალიან კარგი დღე იყო! ხმელეთზე 10 ტანკი და 7 ქვეითთა საბრძოლო მანქანა! ჰაერში ხდებოდა სასწაული – 8 თვითმფრინავი, მათ შორის 1 სუპერთანამაედროვე სუ-35, 3 ვერტმფრენი, 4 უპილოტო და 2 ფრთოსანი რაკეტა! გუშინ მოკლული ფაშისტების ახალი ანტირეკორდი სტატისტიკურად ცოტა ხანში დაფიქსირდება!
მოლაპარაკებებზე დიდი მოლოდინი არავის აქვს! პუტინის ულვაშა პირმა პესკოვმა ტყვების საკითხი საერთოდ არ გვაინტერესებსო! ხარაშოოო! ჩვენებმა კიდევ დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და რუსული ენის სტატუსი საერთოდ არ განიხილებაო!
რუსული გაზის ამბავი კიდევ ერთი სახალისო ისტორია: პუილო ჭედავს, რუბლიკებით გადაიხადეთო. ყველაზე მაგრა ვინ უშვებს თუ იცით #რუსკივაენიკარაბლიდინახუი ზე? გერმანია! ვიპოვით სხვა გაზსაც, არაა პრობლემი, რუბლიკებს კიდევ არ გადავიხდითო! ცხადია, დიდ შვიდეულში იგივე სულისკვეთებაა!
სულ უფრო ცოტა კომპანია რჩება რუსეთში! კარლსბერგიც ყიდის აქტივებს! არ გინდოდათ ლუდი ფრეში, ახლა ისხით თქვენი თრეში!
ახლა რაც ყველაზე მთავარია უკრაინისთვის – იარაღი, იარაღი, იარაღი ჩქარა! ჩქარა, ბევრი და ძლიერი!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები