იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დედა აღარ მყავს
არ ვიცი მის გარეშე როგორ ვიცხოვრო
ყველაზე მეტად გარდაცვლილი დედის ნახვის მეშინოდა
არ ვიცი როგორ ვნახო.
კორონას გადაურჩა დედა, ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აიცრა, მაგრამ გულს და ფილტვებს ვერა. ბოლო ორი-სამი წელი სულ ექიმებში და საავადმყოფოებში დავდიოდით, მუდმივად ავადმყოფობდა, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ რომ ასეთი საშინელება დამატყდა თავს. ბოლოს გუშინწინ ვნახე ჩემი დედიკო. 66 წლის იყო…”
კომენტარები