სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი წერს:
,,პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგზე ერთი სასაცილო ისტორია მახსენდება ჩემი პრაქტიკიდან: წლების წინ, ფოკუს ჯგუფში ერთმა შუა ხნის ქალმა თქვა, ყველაზე მეტად ირაკლი ალასანია მომწონს პოლიტიკოსებშიო. მოდერატორმა ჰკითხა, რატომო და ქალი პასუხობს, ძალიან უხდება, ხალი რომ აქვს ტუჩთანო. 🙂
ანუ, ძალიან რელატიური რამეა ეს “მოწონება” – კაცმა არ იცის, რა განაპირობებს და, პირიქით, რაში კონვერტირდება.
ჩვენ კი გვგონია, როცა პოლიტიკოსები მოსწონთ, ისინი სწორედ როგორც პოლიტიკოსები მოსწონთ. არ არის ასე! 🙂
კომენტარები