“თავისუფალი ზონის” თანადამფუძნებელი, კობა ხანაზი:
“გიორგობას გილოცავ ჩემო საქართველო!
ვარდების რევოლუციის დღეს გილოცავ ჩემო საქართველო.
იცით ყველაზე მეტად რა მენატრება?
მენატრება ის გიჟური აღმშენებლობის ტემპი, რაც ქვეყნაში ტრიალებდა, მენატრება გზების, საავადმყოფოების, სკოლების, სახელმწიფო დაწესებულებების მშენებლობა, რომელიც დღე და ღამე, 24 საათი შეუჩერებლად მიდიოდა, მენატრება პატრიოტული ბანაკები, სამხედრო წვრთნები, “დიდგორი”, “ლაზიკა”, უცხოური, უმაღლესი რანგის დელეგაციების ვიზიტები, მენატრება ლარის გამყარება, ახალ-ახალი ინვესტიციები, რეფორმები, სიახლეები…
და ბოლოს მენატრება ერთ დღეს სიღნაღის, მეორე დღეს ბათუმის, მესამე დღეს ახალციხის, შემდეგ მესტიის, ქუთაისის, თბილისის, მცხეთის, გორის, თელავის ქუჩებში ფართო ნაბიჯებით მოსიარულე, ჩვენი დაუდგრომელი მიშა!
გიორგობას გილოცავ მიშა.
ვარდების რევოლუციის დღეს გილოცავ ჩემო პრეზიდენტო.”
კომენტარები