პენსიონერი ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე, სოციალურ ქსელში თბილისის მერს კახი კალაძეს მიმართავს:
“მივმართავ თბილისის მერს კახი კალაძეს. კახი ბატონო,
ეს ბავშვი რომ არ გარდაცვლილიყო, ვაკის პარკში ” გაკეთებული “შადრევნის საქმე , რა თქმა უნდა, შეგრჩებოდათ.
თქვენ ვინ გაგიბედავდათ იმის თქმას, რომ შადრევნის გასაკეთებლად ისეთი არა კომპეტენტური კომპანია შეარჩიეთ, უფრო სწორად იმ კომპანიას გაამარჯვებინეთ, რომელიც თქვენ გაწყობდათ..
მერიას კი აწყობდა ის კომპანია, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.
რა ვქნათ დავხუჭოთ თვალი ყველაფერზე, ისე, როგორც თქვენი თაყვანისმცემლები აკეთებენ?
რამდენი კაცი დააპატიმრეს ამ საქმეზე?
აბა დაფიქრდით ისინი ყველა დამნაშავეა?
რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ყველას გეკისრებათ, მაგრამ ყველაზე მეტად თქვენ გეკისრებათ.
აცნობიერებთ ამას?
და თუ ვერ, ან არ აცნობიერებთ მაშინ სულ მთლად წყალწაღებული, არამზადა ყოფილხართ” ,- წერს ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები