ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
აბა დილა მშვიდობისა! დღეს ევროპა “მშვიდობის და ერთიანობის” დღეს აღნიშნავს. ევროპაში 9 მაისი ევროპის დღეა! გილოცავთ ამ დღეს!
მიუხედავად მითქმა მოთქმებისა, უწყვეტი შეტევის და დაბომბვისა,
ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას!
არც მისი გმირი დამცველები აპირებენ დანებებას და არც პრეზიდენტი ზელენსკი აკლებს ძალისხმევას! აზოველებმა ბომბების ქვეშ მოახერხეს და დანაღმეს ის მხარეები, რომლის დაცვა და კონტროლი ხალხის და შეიარაღების სიმცირის გამო სულ უფრო ჭირდა!
მარიუპოლის ლეგენდარული მცველები იდგებიან ბოლომდე! მათ უკვე გაანადგურეს 2500 ურდოსი, დაჭრეს 5000, ააფეთქეს 30 ტანკი და დააზიანეს 60!
დიდება გმირებს! ნუ აყვებით პროპაგანდას და ნერვებს – ყველაზე მეტად უკრაინის პრეზიდენტს და მის გუნდს უნდა, რომ მარიუპოლი გაიწმინდოს ურდოსებისგან! ასეც იქნება! მაგრამ ამისთვის უკრაინას მძიმე შეიარაღება და ტექნიკა სჭირდება!
უკრაინა მსოფლიო პოლიტიკის ცენტრად გადაიქცა! კანადის პრემიერი ტრიუდო ზელენსკის კაბინეტიდან, ზელენსკისთან ერთად მონაწილეობდა დიდი შვიდეულის შეხვედრაში! შეთანხმდნენ, რომ გველაფერს გააკეთებენ პუტინის დასამარცხებლად! განიხილავდნენ რუსეთის და ბელარუსის ხელმძღვანელების პასუხისგებაში მიცემის საკითხს, უკრაინისთვის შეიარაღების და ფინანსური დახმარების მიწოდების დეტალებს, პუტინის და ლუკაშენკას კრიმინალი ხელქვეითების და მათი ორგანიზაციების სანქციების სიას!
ამასობაში აშშ ს პირველი ლედი უკრაინელებისთვის დახმარების საკითხს განიხილავდა უკრაინის პირველ ლედისთან, ლეგენდარული ბონო, იუ 2 და ეჯი მღეროდნენ ხრეშჩატიკის მეტროში და…..
უკრაინის შეიარაღებული ძალები ავითარებდნენ კონტრ შეტევას ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით!
კიდევ ერთი “საჩუქარი” პუტინს: როგორც დადგინდა, გველუკას კუნძულთან ჩვენებმა სააღლუმო “რაპტორის” ტიპის კატერი ჩაძირეს, რომელზეც თავის დროზე პუტინს მიღებული აქვს აღლუმები სანქტ პეტერბურგში და დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში!
აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებით გუშინ ჩვენებმა 20-მდე ტანკი, ამდენივე ჯავშანტექნიკა და 200-მდე ურდოსი, ანუ ორკი, ანუ რაშისტი გაანადგურეს! ერთი ათასად!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები