ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
„მე ომს სამეგრელოდან ვაშუქებდი, გზაზე დაგდებული სამხედრო, არამედიური ჯავშანჟილეტი ვიპოვე, მარკერით დავაწერე PRESS წინა და უკანა მხარეს და რადიო “იმედს’ ვერთვებოდი, პარალელურად, როიტერის ფრილანსერი ვიყავი (ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან).
ბავშვები ლეჩხუმის მაღალმთიანეთში, დედულეთში იყვნენ, 15 აგვისტოს ოკუპანტებმა აბაშის რაიონში, წყემის ნაკრძალში დაგვაკავეს “ოდიშის” ოპერატორი (17 წლის იყო) და მე, სენაკის ბაზაზე გადაგვიყვანეს (ისინი იყვნენ მაგ დროს ბაზაზე), მაგრამ ტელეფონით (ნოკია ნ-90 მქონდა) სმს-ის გაგზავნა მოვასწარი რამდენიმე საჭირო მედიელთან, გუბერნატორ ზაზა გოროზიასთანაც და ელვისებურად გავრცელდა ინფორმაცია, როიტერმა თავის მთავარ საიტზე დადო ამბავი, რომელიც ჩემმა შვილებმა ეს ტელევიზიით გაიგეს, ირაკლი მაისურაძე იყო წამყვანი რუსთავი-2-ზე, მაგით დაიწყო ამბავი 3 საათიანში. ორ საათში გამოგვიშვეს, ყოველგვარი ზეწოლის, შეურაცხყოფის, ძალადობის გარეშე, პირველი ინტერვიუ ნატო ბერულავას მივეცი, “მოამბისთვის”.
ყველაზე რთული მოგონება, რომელიც იმ ომს უკავშირდება (პირად მოგონებაზე ვამბობ) რუსი პოლკოვნიკის შეკითხვა იყო: “ჩვენი თავდაცვის აკრედიტაცია თუ არ გაქვს, ჩვენს კოლონებს რატომ იღებ?” – კიდევ კარგი, არ დავიბენი და ვუპასუხე: “თქვენ გაქვთ ჩვენი თავდაცვის აკრედიტაცია, აქ რომ იაროთ ტანკებით?” რაზეც გაეცინა და მომიგო: “ა ნამ ნე ნუჟნა…”
მაშინაც ვუთხარი და ახლაც გავიმეორებ: “ი ვი ნამ ზდეს ნე ნუჟნი…”
კომენტარები