“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია:
“Vakho Sanaiaს ამბავში ყველაზე ცუდი ნაძირლების გამოშვებაც კი არ არის. არა.
ისიც კი არა, რომ ძალადობის მორიგი წახალისების აქტი შედგა. არა.
ყველაზე საზარელი ის ცინიზმია, რომლითაც ოცნების რეჟიმის ჭანჭიკმა დასცინა ამ მნიშვნელოვან საქმეზე განაჩენის მომლოდინე მედიას და საზოგადოებას. ცინიზმი, რომლითაც დღე-დღე გადაითვალა, 6 თვე მიუსაჯა და ზუსტად იმ დღეს ჩანიშნა განაჩენის გამოცხადება, როცა პატიმრობის ვადა იწურებოდა.
თავად განაჩენის სამარცხვინობაზე უარესი, ის სითავხედე და ცინიზმია, რომლითაც ეს ყველაფერი ღიად და დემონსტრაციულად გააკეთა და ამით სისტემის სახელით ყველას დაგვცინა.”
კომენტარები