ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და მკვლევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი დიდი სისწრაფით გაიზრდება, ჯანდაცვის სისტემა დატვირთვას ვერ გაუძლებს.
„5 ათასი პაციენტი შეიძლება 1 კვირის განმავლობაში შემოვიდეს, საუბარია რამდენიმე ასეულ პაციენტზე დღეში.
ამ შემთხვევაში, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისევე, როგორც ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს და ჩვენც ვერ გავუძლებთ.
ჯერ ყველაზე ცუდი წინ არ არის.
ჯერ ჩვენ, ასე ვთქვათ, როგორც ამერიკელები იტყოდნენ, უღრანი ტყიდან არ გამოვსულვართ.
ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს წინ მთავარი გამოცდა. ახლა კრიტიკული იქნება შემდეგი დღეები და კვირები.
ჩვენ პიკი არ უნდა გვქონდეს ევერესტის ტოლი. შეიძლება პიკი იყოს ევერესტი და იყოს ბორცვი.
ჩვენთვის მთავარია, პიკი იმდენად დაბრტყელდეს და იმდენად ცოტა შემთხვევა იყოს პიკის დროს, რომ ამან არ მოახდინოს არც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა, რაც, პირდაპირ გეუბნებით, ნიშნავს დაკარგულ სიცოცხლეებს, და არა მხოლოდ COVID 19-ით დაავადებულების, არამედ სხვა დაავადების მქონე ადამიანების, რომელთაც სათანადო ყურადღებას ვეღარ მიაქცევს უკვე პერსონალი,”
კომენტარები