კონფლიქტოლოგი, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი საქართველოსთვის დასავლეთის იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს.
„ყველაზე უარესი იქნებოდა, ალბათ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს პრეზიდენტი სწორ ნაბიჯებს დგამს საქართველოს იმიჯის გადასარჩენად და პროევროპული, პროდასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების არდასაკარგავად.
მისი ნაბიჯები და „ქართული ოცნების“ კრიტიკა კარგია. დასავლეთი საქართველოსთვის ზრუნავს და არა „ქართული ოცნებისთვის“. პრეზიდენტი ნამდვილად ცდილობს საქართველოს შეუნარჩუნოს დასავლეთის იმიჯი და არა „ოცნების“. ბიძინა ივანიშვილს დღეს ვერავინ ვერ აკონტროლებს. დღეს არის აბსოლუტური ვერტიკალი, ის აკონტროლებს ყველაფერს.
ბოლშევიზმი ეს არის ყველაზე საშინელი სენი და ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში. „ოცნება“ ჩაკეტილია, არ შეიძლება მათში იყოს ნაპრალი. მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილი მთლიანად მათ მხარეს იყოს. ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის რესურსი უნდა გამოიყენოს“
კომენტარები