ჟურნალისტი, ზურა ბაუჟაძე:
“ყველის ქურდობა სამტრედიულად
უხსოვარი დროიდან დასავლეთ საქართველოს აბსოლიტურად ყველა რეგიონი ამზადებს ყველი სახეობას, რომელსაც ერქვა უბრალოდ ყველი.
ჭანეთიდან მოყოლებული აფხაზეთამდე ეს იყო ყველის ყველაზე გავრცელებული სახეობა.
კომუნისტებმა კი მას გლეხური ყველი შეარქვეს და ამის მტკიცებულებაა აღრიცხვის დავთრები, იმდროინდელი გაზეთები თუ კულინარიული ცნობარები.
გასული საუკუნის 50 -60 წლებში კი სიტუაცია შეიცვალა და ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელ ყველს, მხოლოდ ერთ რეგიონთან დაკავშირებული – იმერული ყველი დაარქვეს.
მითითება ამასთან დაკავშირებით მოსკოვიდან მოვიდა და ცვლილები შევიდა კვების პროდუქტების სტანდარტთან დაკავშირებულ დოკუმენტებშიც.
ვინ იყო ის ადამიანი, ვისაც ვიწრო კუთხური პატრიოტიზმი ამოძრავებდა და სიყალბესაც არ მოერიდა?
ეს იყო რძისა და რძის პროდუქტების ძალიან სერიოზული სპეციალისტი, უამრავი საბჭოთა პატენტის მფლობელი და სამტრედიის რძის კომბინატის წამყვანი სპეციალისტი სერგო წილოსანი.
წილოსანი მოსკოვში მიღებული კაცი იყო და კარგი ნაცნობობაც ჰყავდა. ჰოდა, ჩაწყობა არ გაუჭირდებოდა
ასე, რომ იმერლებს შეგიძლიათ მადლობა შეუთვალოთ ამ კაცს, დანარჩენები კი მოვიფიქრებთ შესათვლელს
ფოტოები დაცულია სამტრედიის მუზეუმში”
კომენტარები