ზაზიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის დეტალებს მეზობლები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა თავად დარეკა პოლიციაში მკვლელობის ჩადენის შემდეგ.
„გუშინ ძაღლი მოიყვანეს, ძალიან უხაროდათ. მხიარული ხალხი იყო. ეს ბიჭი თუ ასეთ რაღაცას ჩაიდენდა, არავინ იფიქრებდა. ყვიროდა, რომ ბებია და დედა მოვკალიო“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
18 წლის ბიჭი, რომელმაც ღამით, საწოლში მძინარე ბებია და დედა ნაჯახით მოკლა, მიხეილ ზაუტაშვილია. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
მეზობლების თქმით, სახლის მეპატრონე ამერიკაშია. სახლი ამ ოჯახს დაუტოვა. ოჯახი კი აქ რამდენიმე წელი ცხოვრობდა და მდგმურები იყვნენ.
გარდაცვლილები არიან ბებია, 73 წლის ზინა დარჩიაშვილი და დედა, 45 წლის თამარ ზაუტაშვილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები