აშშ-ში ქმარმა ცოლი და 2 შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
41 წლის კაილ მილიკენმა მეუღლე, ეშლი მილიკენი და თავისი 13 და 8 წლის შვილები დახოცა, მანამდე კი სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩემი ბავშვები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. თუ ქალი ბედნიერი არ არის, შენ მას ვერ გააბედნიერებ.
მაგრამ როდესაც ადამიანზე წლები ზრუნავ და ის მაინც გიღალატებს, ამ დროს როგორ უნდა მოიქცე?
ცხოვრებაში ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი შვილებისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება ჰქონოდათ, ვიდრე მე მქონდა. მაგრამ შემდეგ ეს ხდება და ყველაფერი იცვლება“.
კომენტარები