შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში კაცმა ცოლს ისე სცემა, რომ ქალმა ადგილზევე დაკარგა გონება და კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.
უწყების ცნობით, კაცი დაკავებულია, მას 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. გამოძიება სისხსლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები