კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის დედამ, ხათუნა რაზმაძემ, ტვ პირველთან ისაუბრა:
– მკვლელობის ღამეს ოჯახში იყო ცოლი, ქმარი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი, ღამის სამიდან ექვსი საათია, ამ დროს ოჯახში შედის უცხო მამაკაცი, კლავს მამაკაცს, მიჰყავს ქუჩაში და აგდებს. შეიძლება ეს დაიჯეროს ვინმემ?
ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს მოხდა ცოლიდან გამომდინარე, ცოლმა დაარტყა და მერე ალბათ თავიდან მოშორების მიზნით გაიტანეს და გადააგდეს.
პირველი დარტყმა ბლაგვი საგნით მოხდა ცოლისგან, მერე მოხდა დანარჩენი, რაც მოხდა, დაუძახა მერე იმ ბიჭს და მოიყვანა სახლში, თუ მანამდე ჰყავდა სახლში დამწყვდეული და მერე გამოვიდა, ეგ არ ვიცი, – განაცხადა ხათუნა რაზმაძემ.
მისი თქმით, მის რძალს, ქეთი ჩხაიძეს და მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ კახიშვილს შორის ახლო ურთიერთობა იყო.
– თავისი ქმრის მეგობართან, 24 საათი რომ ერთად იყვნენ, ერთად რომ ჭამდნენ საჭმელს, იმ ბიჭთან დაამყარა, რა ვიცი, როგორც თვითონ ამბობს, სექსუალური ურთიერთობა თუ მეგობრული ურთიერთობა, რა იყო, არ ვიცი, უკვე ვეღარ ვიგებ, დავიბენი, უკვე იმდენი სიბინძურე ვნახე, – უთხრა ხათუნა რაზმაძემ ტვ პირველს.
კომენტარები