“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მოსწავლეებმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს. დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო
კომენტარები