„ქობულეთის ტექსტილის“ ფინანსური დირექტორი გიორგი ლომინაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან ერთ-ერთი ინფიცირებული მათი თანამშრომელი იყო.
ლომინაძე აცხადებს, რომ „ქობულეთის ტექსტილი“ უკვე 12 დღეა, არ მუშაობს და გადამოწმების შემდეგ, მათი თანამშრომლები ინფიცირებულთა სიაში არ არიან.
„დილით გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი თანამშრომლის ინფიცირების თაობაზე, რამდენიმე პიროვნებამაც დამირეკა, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან გულდასმით გადავამოწმეთ გვარები ჩვენი თანამშრომლების, რომლებზეც იყო ეჭვი, ისინი არიან სოფელ ლეღვას მცხოვრებლები, მაგრამ ინფიცირებულთა შორის ნამდვილად არ არიან. ჩვენ პრაქტიკულად უკვე თორმეტი დღეა, აღარ ვმუშაობთ, ასე რომ, ეპიდემიოლოგიურად, რამე გართულების მოლოდინი არც გვქონია“, -განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ლომინაძემ.
კომენტარები