ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში სასაფლაოები გაძარცვეს. მძარცველებმა სასაფლაოდან რკინის კონსტრუქციები წაიღეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სასაფლაო ზედამხედველობის გარეშეა, ტერიტორიაზე არ არის გარეგანათება, არც დარაჯი ჰყავს ტერიტორიას და საფლავების გაქურდვის ფაქტებიც ხშირია.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაანონსა საფლავების მოვლა-პატრონობისთვის აიპი სამსახური შექმნა, იგი დღემდე არ არსებობს.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები