ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობას განსახილველად წარედგინება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
“ქვეყანაში მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ლეგალურად საქმიანობს და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას ემსახურება. მათ შორის არიან Amazon-ი და სხვა კომპანიები, თუმცა, ასევე, გამოიკვეთა ქოლცენტრებიც, რომლებიც შესაძლოა კანონდარღვევით მუშაობდნენ. ამ მიმართულებით არსებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. აღნიშნულ ქოლცენტრებს, ბუნებრივია, შეჩერებული აქვთ საქმიანობა. გარდა ამისა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საგადასახადო შემოწმებები“ – თქვა მინისტრმა.
კომენტარები