ვლადიმერ ჟირინოვსკის ავადმყოფობის ბოლო წუთებში მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ცოლი, გალინა ლებედევა. ჟურნალისტებმა მას დაუსვეს კითხვა, რით მოხიბლა ის ყველაზე ეპატაჟურმა პოლიტიკოსმა: „ჭკუით“, პასუხობს ლებედევა.
ის იხსენებს, რომ მათი რომანი სტუდენტობის პერიოდში დაიწყო და საკურორტო რომანი მალევე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა:
„იცით, რამდენ ბიჭს ვუყვარდი? მინისტრების შვილები დამსდევდნენ, მაგრამ მე ის ვარჩიე. ყველაზე ყურადღებიანი იყო, სულ აინტერესებდა, რა მაწუხებდა“.
მისივე თქმით, ჟირინოვსკის ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, იყო ამბიციური ადამიანი და მინისტრობაზე ოცნებობდა:
„ ქორწილის პირველ ღამეს მითხრა, მინისტრი გავხდები, შენ კი მინისტრის ცოლი იქნებიო, ვერ აასრულა“, – იხსენებს ჟირინოვსკის მეორე ნახევარი.
კომენტარები