ეკონომიკის დოქტორი, პარტია ,,ჩვენ”-ის წევრი, ლაშა მგელაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ქოცებს სპეცრაზმი უნივერსიტეტის ეზოში ყავდათ გამაგრებული თურმე, რა სიმბოლურია არა, ადგილი: რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის არაერთი ფაქტის მომსწრეა, სადაც იღებდა „სტარტს“ სტუდენტური მოძრაობები (და შემდგომ მთელს ქვეყანას მოედებოდა ხოლმე საპროტესტო მუხტი) ქვეყნის ღირსებისა თუ ერთიანობის დასაცავად, ადგილი, რომელიც ინახავს ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი არაერთი მამულიშვილის ისტორიას და რომელიც ქვეყნის იდენტობასთან, განათლებასთან და პროგრესთან ასოცირდება, სადაც კომუნისტებსაც კი არ განუთავსებიათ სადამსჯელო რაზმები (მათაც კი ჰყოფნიდათ „ღირსება“ მსგავსი უზნეობა არ ჩაედინათ), ქოცებმა თავისუფლებისთვის და ნათელი მომავლისთვის მებრძოლი მშვიდობიანი მომიტინგეების სადამსჯელო ცენტრად აქციეს…
გაუგებარია რა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა ან უნივერსიტეტის ეზოში სადამსჯელო რაზმების განთავსება, ან მშვიდობიანი მომიტინგეების ძალისმიერი მეთოდებით დარბევა/ცემა (არაადეკვარტური ძალის გამოყენება მათ მიმართ), ან ჟურნალისტის, ოპერატორის დაკავება სამსახურერბრივი მოვალეობის შესრულების პროცესში (ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, ომის დროსაც კი არ ეხებიან ჟურნალისტებს).
ქოცები ვერ გამოვიდნენ საბჭოური სტანდარტებიდან, მათთვის ძალის ენის, ძალმომრეობის იქით არ არსებობს არანაირი მეთოდი.
პოლიცია, რომელიც ოდითგანვე ქართველი ერის დაცვის სადარაჯოზე იდგა, რომელიც 9 აპრილს რუსი ოკუპანტი მხეცებისგან იცავდა მშვიდობიან მოქალაქეებს (საკუთარ მოსახლეობას), ქოცებმა თავისი პირადი მიზნების, სურვილების აღმსრულებელ და საკუთარი ხალხის დასჯის ინსტრუმენტად აქციეს…”
კომენტარები