ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
“ბატონი კობახიძე ან არაინფორმირებულია, რაც პირდაპირ არაკომპეტენტურობას ნიშნავს, ან შეგნებულად იტყუება, როდესაც ამბობს, რომ თურმე ქოცმთავრობა ერთადერთი და პირველი მთავრობაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ტერიტორიები არ დაუკარგავს და რომლის დროსაც რუსებს ტერიტორიული პროგრესი არ ჰქონია.
2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ქოცებმა დათმეს 60 000 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს.
ᲔᲠᲗ ყველაზე ნათელ მაგალითს მოგიყვანთ და მეტს აღარ გავაგრძელებ – 2019 წლის 30 აგვისტოს დაიწყო რუსების შემოჭრა წაღვლი-ჩორჩანას ტყეში, რომელიც ერთი გასროლის გარეშე დავკარგეთ.
მხოლოდ წაღვლი-ჩორჩანას ტყეში დაკარგულმა ფართობმა შეადგინა 300 ჰექტარი, რაც 3 000 000 კვადრატულ.მეტრს უდრის.
ხოდა ვინმემ ასწავლეთ ამ კაცს რა ხდება ოკუპაციის ხაზთან, რომელთანაც ბატონი კობახიძე არც არასოდეს ჩასულა და არც აპირებს მასთან მიახლოებას.”
კომენტარები