ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე:, იაგო კაჭკაჭიშვილის პოსტიდან კომენტარების სქრინს აქვეყნებს და წერს:
“ხალხნო, ეს უნდა შემოვუნახოთ ისტორიას. ქოცობის სრულიად ახალი, განუმეორებელი ლეველი დაიდო! ასეთი კაი ხანია აღარაფერი მინახავს და წამიკითხავს “
ცნობისთვის, იაგო კაჭკაჭიშვილი, წერს:
“დეტალია, მაგრამ – მნიშვნელოვანი:
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან, ყოველწლიურად, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მიდის ემიგრაციაში (ფორმალურად, 183 დღეზე მეტი ვადით).
ამასთან, გასვლა-შემოსვლის ბალანსი დარღვეულია, ანუ უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის (ამას ეძახიან ე.წ. უარყოფით მიგრაციულ სალდოს).
ჰოდა, ვინ გადის? კმაყოფილი მოქალაქე, ვინც თავის სამშობლოში საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა, დასაქმდა, შემოსავალი გაიჩინა და ა.შ.? ცხადია, არა. ძირითადად გადის ის, ვინც აქ გასაქანი ვერ იპოვა და სიღარიბე ან არარეალიზებული შესაძლებლობები ტანჯავს. თუ პოლიტიკის ენაზე გადავთარგმნით, გადის ის, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი.
ამიტომ, ნუ გიკვირთ, რომ გამოკითხვებში უფრო ნაკლებად ხვდებიან ოპოზიციურად განწყობილი რესპონდენტები. მთავრობის საქმიანობის დადებითად შემფასებელთა 51%-ის ერთ-ერთი გასათვალისწინებელი მიზეზი ესეცაა.”
კომენტარები