თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
“მეგობრებო, როცა ვამბობთ რომ ცეცხლი არ გადმოდის სანთლებზე და ეს არის უბრალო რიტუალი, ამით ერთი მხრივ ფაქტის კონსტატაციას ვეწევით, ხოლო მეორე მხრივ აღვნიშნავთ, რომ სასწაულები, ფოკუსები და ვიზუალური ეფექტები და მოქმედებები არ გამოხატავს სარწმუნოების ჭეშმარიტების მთავარ კრიტერიუმებს!
მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება მდგომარეობს მის სწავლა-მოძღვრებით მხარეში, რომელიც წმინდა წერილს, საღვთო გარდამოცემას, მსოფლიო და ადგ. კრებათა განწესებებსა და პატრისტიკულ მემკვიდრეობს ემყარება და არა უბრალოდ რაღაც ცალკეულ რიტუალს.
ყველაზე დიდი სასწაული არის ევქარისტია, თავად უფლის შემოქმედებითი სამყარო, ბუნება და საკუთრივ ადამიანი!
ნუ აყვებით ცრუ და კომერციულ პროპაგანდას! ქრისტეს თავისუფალი ადამიანები ვჭირდებით და არა სასწაულით მონუსხული მაზდეანები!”
კომენტარები