ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა სამშაბათიდან ოთხშაბათის ღამეს, რუსეთი დატოვა და ბელარუსის გავლით, ლიეტუვაში გადავიდა. ინფორმაციას ამაზე რუსული სამთავრობო საშუალება TASS-ის ავრცელებს.
„მან მოსკოვი გვიან ღამით (სამშაბათს) დატოვა. პარალელურად, გუშინ ინტერნეტით იყიდა ავიაბილეთები დუბაიში, დღეს კი თურქეთში. მან ეს გააკეთა სამართალდამცველების დასაბნევად. შედეგად, იგი ლიეტუვაში შევიდა ბელარუსის გავლით. “ – ამბობს წყარო.
მისი თქმით, სამართალდამცველებს სობჩაკის დაკავების ორდერი ჰქონდათ, თუმცა მან გაქცევა მოასწრო.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში, სობჩაკის აგარაკზე ჩხრეკა ჩატარდა მისი კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში.
ერთი დღით ადრე, სუხანოვი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
კომენტარები