სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი კომპანიის შესასვლელში გამოკრული განცხადება წარწერით: „თუ გეშინია კორონა ვირუსის, ვირუსის საწინააღმდეგო ლოცვა. აუცილებლად ილოცეთ საწარმოში შემოსვლის წინ“.
სოციალურ ქსელში მსგავს „ლოცვას“ საზოგადოების გამხიარულება მოჰყვა.
„პრაიმტაიმს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ ეს დღის პოზიტივი იყო და თანამშრომელმა იხუმრა.
„ერთ-ერთმა თანამშრომელმა იხუმრა და ეს იყო დღის პოზიტივი. მან „სთორიში“ დადო ფოტო და მთელმა ფეისბუქმა აიტაცა“, – ამბობს ჩვენთან საუბარში მარკეტინგის მენეჯერი თაკო დიდებაშვილი.
კომენტარები