• რეკლამა
  • კონტაქტი
13:57, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქუჩა მოდის მთელი თავისი სიძლიერით მოქმედებაში, ქუჩა…” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
13:37 11-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც ბათუმში იმყოფება:

“ეს ხელისუფლება არის მკვლელი, არ ვერიდები ამის თქმას, მკვლელია და აღარაფერი დარჩა გარდა ამ ზონდერ პოლიციელებისა… როდემდე იდგებიან? ჩამოიშლებიან…

აქვთ წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების გასტუმრების დრო, მათი ჭკუით… მოკრიმინალო ელემენტებს, სხვადასხვა ადამიანებს დაპირდნენ სიკეთეებს, ხელფასების მატება, დანამატები და ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას ემსახურებოდა ბიუჯეტის ასე მიღება…

ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან. მესმის, რომ ბევრ ჩვენ მოქალქეს უნდა ეს რეჟიმი 1 საათში დაეცეს, ნახევარ საათში, 20 წუთში, 15 წუთში, მეც ძალიან მინდა რომ 5 წუთში დაეცეს. მე რასაც ვაკვირდები, ეს რეჟიმი ეცემა, არაძალადობრივი ბრძოლით, ისე რომ სისხლი არ დავღვაროთ. რეჟიმი სულ უფრო და უფრო მოშიშვლებულია. მე არც თარიღს ვამბობ, არც კონკრეტულ ვადას, რასაც ვამბობდი, იგივეს ვამბობ, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, ვისაც უნდა ჩათვალოს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ვისაც უნდა ჩათვალოს, რომ სახლში შეუსვლელად, ბრძოლა იქნება უწყვეტი და დარწმუნებული ვარ, შედეგს გამოიტანს. ბათუმელების 60 პროცენტზე მეტმა მისცა ოპოზიციას ხმას – როდესაც ვამბობ, რომ არჩევნები გაუქმდა, არ არის ეს გაუქმება? სახეზე გვაქვს ხმათა რაოდენობა და აკეთებენ მაინც იმას, რაც მათ სურთ.

დემოკრატია როდესაც არ მუშაობს, ქუჩა მოდის, დიახაც ნუ მოვერიდებით, ქუჩა მოდის მთელი თავისი სიძლიერით მოქმედებაში, ქუჩა, სადაც არაძალადობრივად წყდება ოლიგარქის მიერ მიტაცებული ქვეყნის ბედი. ასე იყო მთელ მსოფლიოში და ასე იქნება აქაც. როდესაც ამას კადრულობ, მთელი საქართველო აუცილებლად იწყებს ბრძოლას ქუჩიდან არაძალადობრივი მეთოდებით.

დღეს ვაპირებთ საუბარს ჩვენ თანამბერძოლებთან, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას აჭარაში, ბათუმში, მთლიანად ქვეყანაში. მე გეგმა პირველივე დღიდანვე განვაცხადე – ეს არის ბრძოლა ბოლომდე.

ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თეგები: ბათუმიბათუმის მერიაენმნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved