მსახიობი, ბესო ზანგური, ლუკა ჭოხონელიძეს, რომელსაც დღეს ბინა აჩუქეს, ულოცავს და წერს:
“ეჰ რა ბედნიერი ადამიანი ხარ ჩემო ძმაო ღმერთმა სულ ბედნიერებაში და სიხარულში მოგახმაროს❗️❗️❗️
აბა მე 25-ში დავრჩები ისევ ქუჩაში და ალბათ, კი არა…
მე კი ზუსტად ვიცი სადაც დავიდებ სამუდამო ბინას და ოჯახს მიხედავენ მერე.
მეორედ ქუჩაში დარჩენას მე ვერ გადავიტან.
წკაპან და ეგაა ისედაც ნამეტანი დიდხანს დავრჩი ამ დედამიწაზე.
სულ ესაა.”
“ალია” დაუკავშირდა ბესო ზანგურს, რომელმაც გვითხრა, რომ სახლი კერძო იპოთეკართან აქვს ჩადებული და 30 ათას დოლარს თუ არ გადაიხდის, დაკარგავს.
ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მომიწია მეკითხა, რაში დაჭირდა ფული, ვიცი დაგაინტერესებთ, ვიცი, ბევრი დაწერდა კომენტარში – რად უნდოდა 30 ათასი, რაში დახარჯა.
“დედა მიკვდებოდა, სხვა გზა არ მქონდა. ინსულტი, ტრეპანაცია – ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის.”
ბესო ზანგური 5 შვილის მამაა, დედას თავად უვლის.
“ჩუქებას არ ვითხოვ, სესხი გამიკეთონ!” – ამბობს და იქვე აყოლებს – “დავიღალე, ვერაფერს ვწერ.”
ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ, რომელ ბანკსაც გაქვთ სურვილი კერძო იპოთეკარი ჩაანაცვლოთ – დაგვიკავშირდით!
არ უნდა მომიწიოს დავდო ნიუსი – 5 შვილის მამამ, ბესო ზანგურმა…
არ თქვათ, არ ვიცოდიო…
მინდოდა მეკითხა, პირველად როგორ დარჩა ქუჩაში და რა გააკეთა, მაგრამ მომერიდა, ყველაფერი კარგად რომ ექნება, მერე მომიყვება იმ ისტორიას, ალბათ… ყოველ შემთხვევაში მე მერე ვკითხავ, მაშინ, პირველად, როგორ დარჩა ქუჩაში და როგორ გადარჩა…
ალია
კომენტარები