მედიცინის დოქტორი, თერაპევტი, თერაპევტ-ტრანსპანტოლოგი, სოციალურ ქსელში, ჯგუფის “stop cov აჭარა“-ს დამფუძნებელი, სოფო ბერიძე:
“დღეს გადამწყვეტია – დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა, პრეჰოსპიტალური მართვა!
დამძიმების და კრიტიკულ განყოფილებაში მოხვედრის შემდეგ, რა სტატისტიკაც გვაქვს, ყველა ვხედავთ….
ჯერ საყოველთაო მობილიზებისკენ არ მოუწოდებიათ- ეს ნიშნავს, რომ გვაკმაყოფილებს კადრების რაოდენობაც და მართვის სქემაც…
გვაკმაყოფილებს?
არ ვიცი, ვისი პროექტია, ვინ არის პასუხისმგებელი პირველად ჯანდაცვაზე – ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ!
– ქუდზე ექიმი გამოიძახეთ…
– ექიმი და არა დიპლომი.
ძვირფასო ოჯახის, ონლაინ, კოვიდ ექიმებო – რაც არ უნდა გაზვიადებულად მოგვეჩვენოს, ჩვენზეა დამოკიდებული მომდევნო ორი თვის სიკვდილის ქრონიკა!
ჰუმანურობის, ეთიკის და მორალის ამბავია, ვაღიაროთ, თუ ვერ ვწვდებით საქმეს… ან ეს საქმე აღემატება ჩვენს კომპეტენციას…
კომენტარები