რას წერდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 2019 წელის 14 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ დაპირება, არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, არ შესრულდებოდა:
“ნაძირალა, გადამგდებმა ხიხომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო! ამაზე მწარე პასუხი უნდა გავცეთ! ჩაბღაუჭებული არიან სახრავს და ცოცხალი თავით არ თმობენ, ამ დროს ქვეყანა თავქვე მიდის… ყველა ოპოზიციური ძალა, პარტია, ადამიანი უნდა გაერთიანდეს ამ ნაძირლობის წინააღმდეგ, ვისაც ერთპარტიული, მახინჯი ჭაობისთვის არ ემეტება საკუთარი ქვეყანა. პირადად მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო საამისოდ, საკუთარი ენერგია, ცოდნა, რესურსები, ჯანმრთელობა სრულად დავხარჯო საქართველოს სხეულიდან ამ წურბელების მოსაშორებლად და მახინჯი, კორპუმპირებული მაჟორიტარული სისტემის შესაცვლელად, სადაც ფულის ტომრები უბრალოდ ყიდულობენ სკამებს პარლამენტში ხალხის დაუსჯელად საყვლეფად და საკუთარი ბიზნესის ლობირებისათვის… მათ უმრავლესობას არათუ კანონშემოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, საერთოდ სიტყვა არა აქვს ნათქვამი ტრიბუნიდან!
შეგახსენებთ ფაქტებს: 2016 წლის არჩევნებში ქოცნებამ ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობის 23 (ოცდასამი!) პროცენტი მიიღო, მაგრამ მაჟორიტარული სისტემის მაქინაციების წყალობით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს. 50-ზე მეტ ოლქში მეორე ტური ჩატარდა! ოთხიდან სამ ადამიანს ამ ქვეყანაში მათთვის ხმა არ მიუცია, მაგრამ… გესმით?!
მიუხედავად ამისა, ძალაუფლების ისეთი ტოტალური სისავსე მოიპოვეს, სააკაშვილსაც რომ არ უოცნებია. რას ვებრძოდით ჩვენ მაშინ, ნაცმოძრაობის დროს, სახელები და გვარები არ მოგვწონდა ხელისუფლების თუ მახინჯი სისტემა?!
ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება გვინდა!”
კომენტარები