ალექს მღებრიშვილი:
“თქვენს ყურადღებას ვითხოვ:
25 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათიდან 5 საათამდე, ლისის ტერიტორიაზე Tbilisi Open Air / AlterVision – ზე მოგვპარეს 2 ტელეფონი, ჩანთებიდან ამოგვაცალეს. Tbilisi Open Air – ს არავითარი რეაგირება მოუხდენია, ზოგადად, არც პრევენცია მოახდინეს შესაბამისი, რომ ათასობით ადამიანი არ გაეძარცვათ მათ ტერიტორიაზე.
ამის შემდეგ მივედით ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს III განყოფილებაში, სადაც დაგვხვდა არაერთი დაზარალებული, იმავე პრობლემით. საბედნიეროდ, Find my Iphone სისტემა ჩართული გვქონდა და ქურდმა დაახლოებით ხუთჯერ ჩართო უკვე ტელეფონი სხვადასხვა ლოკაციებზე. რამდენიმე ლოკაცია მოვიარეთ, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციაში გუშინ, დაახლოებით ათის წუთებზე, როდესაც აქტიურად ინაცვლებდა ქურდი სხვადასხვა ტერიტორიებზე, დავრეკეთ და გვითხრეს, რომ გამომძიებელს გადასცემდნენ. არავითარი რეაგირება არ მომხდარა, ისევე როგორც დღეს. კვლავ ჩართო ქურდმა ტელეფონი, განყოფილების მორიგე ოპერატორმა კი მითხრა, რომ ათასობით კაცს დაეკარგა ტელეფონი, რა უნდა ქნას გამომძიებელმაო, გამომძიებლის ნომერს კი არ გვაძლევენ.
საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia
მზა ინფორმაციას გაწვდით და ხელის განძრევაც არ გინდათ? როდემდე შეიძლება გასტანოს თქვენმა უმოქმედობამ? თუ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ბევრს აქ შესაძლებლობა, რომ ახალი ტელეფონები შეიძინოს?
მართლა და, როდემდე შეიძლება, რომ ამ ხულიგნებს აპარპაშებდეთ?”
კომენტარები