ქურდობების სერია არასრულწლოვნების მონაწილეობით – მოპოვებულია ვიდეოკადრები, რომლებიც მსხვილი სავაჭრო ქსელების ძარცვის ფაქტებს ადასტურებს. მოზარდების დაჯგუფების წევრების სამიზნე ბოლო დღეებში კომპანია „ბეკოს“ ფილიალები გახდა.
რუსთავის ფილიალიადან არასრულწლოვნებმა ათი ათასობით ლარის ღირებულების ტექნიკა წაიღეს.
მაღაზიის პერსონალის თქმით, მძარცველებმა მაღაზიაში შეღწევა თავდაპირველად იმ მხრიდან სცადეს, სადაც სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული, თუმცა უშედეგო ცდის შემდეგ შენობის ცენტრალური კარი შეამტვრიეს. პერსონალი ამბობს, რომ ეს მაღაზიის ძარცვის მეორე შემთხვევა იყო.
„ბეკოს“ ტექნიკის მაღაზია არასრულწლოვნებმა გლდანშიც გაძარცვეს, საიდანაც 30 ათასი ლარი ღირებულების ტექნიკა გაიტანეს.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფების წევრები პოლიციას იდენტიფიცრებულები ჰყავს, მათ დაკავებას ვერ ახერხებს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები