პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივნისს, ქალაქ ბათუმში, „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალდებულმა პირმა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით „ქურდული გარჩევა“ მოაწყო. კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინ-კაზინოს მეშვეობით თითქოსდა 300 000 ლარი მოიგო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალდებული პირის დავალებით, „ქურდული სამყაროს” მხარდამჭერი დაზარალებულს და მის ნათესავს უკავშირდებოდა და დაშინებით და მუქარით „ქურდულ გარჩევაზე“ დაკისრებული თანხის დათქმულ ვადაში გადახდას ითხოვდა, რის გამოც დაზარალებულებმა 5000 ლარი „ქურდული სამყაროს” წევრის პირად საბანკო ანგარიშზე იძულებით გადარიცხეს”
კომენტარები