ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით შვიდი წლის ბავშვი შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვანი საფრანგეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხს დღის მანძილზე ელოდებიან.
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათ კორონავირუსი არ დაუფიქსირდათ და საავადმყოფიდან უკვე გაეწერნენ.
კომენტარები