ქუთაისის კლინიკებში სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით კარანტინი გამოცხადდა. კონკრეტულად კი, კარანტინი გამოცხადებულია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში. კლინიკების წარმომადგენელთა თქმით, კარანტინი სამედიცინო სფეროში ჩვეულებრივი მოვლენაა და ის მხოლოდ ხოლოდ სეზონური გრიპების პრევენციასთან არის დაკავშირებული.
„კარანტინი არ არის საგანგაშო და უპრეცედენტო მოვლენა. ასეთი კარანტინების გამოცხადდება ხდება ხოლმე და ეს არეგულირებს საავადმყოფოს შიდა ქცევის წესებს, მნახველების რაოდენობის შეზღუდვას კლინიკაში, სანიტარული ზომების გატრებას, რომ არ მოხდეს ჰოსტიპალში ინფექციების გავრცელება. კარანტინის შეზღუდვა ეხება მნახველების შეშვებას კლინიკაში, შესაძლებელია დღეში მხოლოდ ერთი მნახველის შესვლა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, ეს არის შიდა რეგულაციისთვის, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში და თვითონ მედპერსონალში რომ არ გავრცელდეს ვირუსები. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა და უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ სეზონურ გრიპებს. შეიძლება ზაფხულშიც გამოცხადდეს კარანტინი, როცა ატარებ რაღაც ტიპის ღონისძიებას, რათა სწორად მართო შენი ჰოსპიტალი კონკრეტულ შემთხვევაში” – აცხადებს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პრესსამსახურის წარმომადეგენელი.
იგივე მიზეზებით ახსნეს კარანტინის გამოცხადებას ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოშიც, სადაც განმარტავენ, რომ სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით შეზღუდეს მნახველთა რაოდენობა. მათი განმარტებითაც საუბარია მხოლოდ სეზონურ გრიპებზე და არა კორონავირუსზე.
კომენტარები