გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან გადადგა. რა გახდა “ქართული ოცნების” ქუთაისს ორგანიზაციის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.ჭიღვარია სატელეფონო არებს არ პასუხობს. ოპოზიციის ინფორმაციით კი მას თანამდებობიდან წასვლას აიძულებენ.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გუშინ ქუთაისის მერიაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის, გუბერნიისა და სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურის წევრები ესწრებოდნენ. ეს ადამიანები მერს თანამდებობიდან წასვლას აიძულებდნენ, სანაცვლოდ კი ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეობას დაჰპირდნენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა ონის მერმა ემზარ საბანაძემაც დატოვა. ემზარ საბანაძე შს მინისტრის მოქმედი მოადგილის კახა საბანაძის მამაა.
კომენტარები