ქუთაისის მერია ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფომაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთის დელეგაციის წევრებმა მათ შორის სეიმის ვიცე- სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა, ქ. ქუთაისში ვიზიტის დროს მოინახულეს საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია, რომელიც სტუმრებს დანაგვიანებული დახვდათ და თავად დაასუფთავეს და აცხადებს, რომ ეს არ არის ე.წ. შინსახკომის ბანაკი და არის სხვა ლოკაცია. მერია წერს, რომ პოლონელი ტყვეები სხვადასხვა შენობებში იყვნენ განთავსებული ქუთაისში და დელეგაციამ ის ადგილი მოინახულა, სადაც ვიზიტი არ იყო პროტოკოლით გაწერილი.
როგორც ჩანს, ქუთაისის მერიამ მხოლოდ ის ადგილები დაალაგა, თუ დაალაგა რომელიმე საერთოც, სადაც ვიზიტი იყო გაწერილი პროტოკოლის მიხედვით და საერთოდაც არ თვლის, რომ მთელი ქალაქის დასუფთავება უნდა მოხდეს ნაგვისგან და არა მხოლოდ პოლონელი სტუმრების ჩამოსვლის წინ.
ქუთაისის მერიის გავრცელებულ განცხადებაში, წერია:
ადგილი, რომელიც პოლონელმა სტუმრებმა მოინახულეს, არ შეესაბამება იმ ლოკაციას, სადაც მდებარეობდა და რომელიც წინასწარ იყო მითითებული საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ შემუშავებული ვიზიტის პროგრამაში.
აღსანიშნავია, რომ ბანაკი, სადაც პოლონელი ტყვეები 1945-1947 წწ პატიმრებთან ერთად იყვნენ განთავსებულნი, რამდენიმე სხვადასხვა შენობაში მდებარეობდა, მათ შორის ქუთაისის ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ. ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია სხვადასხვა დროს, არაერთ საერთაშორისო სტუმარს მოუნახულებია, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკიდან, იგივე სტუმრები- ელჩიც და ვიცე სპიკერიც არაერთხელ ყოფილან.
ჩვენთვის უცნობია, თუ რატომ შევიდა დელეგაციის ვიზიტის პროგრამაში ცვლილება.
კომენტარები