ქუთაისის მერიამ ბოლო ერთ თვეში ალა ფურშეტებსა და რესტორნებში 16 000 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა შუშანია აცხადებს. ოპოზიციონერი ამბობს , რომ შეზღუდვებს “ქართული ოცნება” მხოლოდ რიგითი ადამიანებისთვის აწესებს და არა ჩინოვნიკებისთვის. გიგა შუშანია ხელისუფლებას მოუწოდებს მოქალაქეების ვაქცინაციის ადგილამდე მისასვლელად ქუთაისში სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნოს.
კომენტარები