“მთავარი არხის” ინფორმაციით, ქუთაისში, უცნობმა პირებმა ერთ ღამეში, 20-მდე ობიექტი გაქურდეს. გაქურდულია სილამაზის სალონები, ფარდების მაღაზიები, ზოო მაღაზიები, საათის სახელოსნოები, ტელეფონის აქსესუარების ჯიხურები, სასურსათო ობიექტები.
გაქურდული ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ მსგავსი სახის დანაშაული ძირითადად არასრულწლოვნების ჩადენილია და მათ პასუხსაც არავინ სთხოვს, რადგან შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს. დაზარალებულების თქმით, ქურდობის ფაქტები თითქმის ყოველდღიურად ხდება.
კომენტარები