ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 ადამიანი დააკავეს – გამოძიება მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულების ვინაობას არ აკონკრეტებენ.
“კურიერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მეზობელია, ხოლო მეორე – ბრალდებულის მეუღლის მეგობარი.
რამდენიმე მეზობელი იხსენებს, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს, მათ სიახლოვეს იმყოფებოდა სწორედ ბრალდებული და საქმის დეტალებით ინტერესდებოდა.
გარდაცვლილის მეგობრები არ გამორიცხავენ, რომ საქმეზე დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს.
კომენტარები