ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოვლენილია პედოფილიის სავარაუდო ფაქტი ქუთაისში – გავრცელებული ცნობით, პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით, პოლიციამ ორი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, გაშიფრულია სქემაც, რომლითაც დაკავებულები ბავშვებს ავიწროებდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ისინი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სისტემატურად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და მოსწავლეებს მოტყუებით ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე მოზარდი ფიგურირებს და მათ გამოძიებას ჩვენებაც მისცეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მამაკაცი ანალოგიური ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევია, თუმცა მან ციხე მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ, დატოვა.
“უკვე რამდენიმე დღეა, ქუთაისის ქუჩებში, შავ ჯიპებში ჩამსხდარი შუახნის მამაკაცები, ცდილობენ პატარა გოგონები მოტყუებით მანქანებში შეიტყუონ. ალბათ, ამ ბავშვებთან გარყვნილ ქმედებას აპირებდნენ. დავინტერესდი საქმით, მოვიძიე მასალები და აღმოჩნდა, რომ თვითონ სკოლების მიმდებარე ტეროტორიაზე, 12-13 წლის გოგონებს ეს მამაკაცები სთავაზობენ შოკოლადს. სთავაზობენ წაყვანას და ა.შ”- აცხადებს “პირველებთან” ადგილობრივი.
კომენტარები