ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის ფილა ჩამოინგრა, რომელიც ქალს დაეცა.
ადგილობრივების თქმით, ქალბატონი ერთ-ერთი მაღაზიის რიგში იდგა.
შუა ხნის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები