ქუვეითში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო KUNA ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამივე დაინფიცირებული პირი ქვეყანაში ირანიs ქალაქ მეშჰედიდან ჩავიდა, სადაც კორონავირუსის ეპიდემია იყო დაფიქსირებული. სამივე პაციენტი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
კომენტარები