„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები სერგო ჩიხლაძე და თეონა აქუბარდია სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ, სადაც რამდენიმე დღეა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ჩვენ შევხვდით სოფელ ხურვალეთის მოსახლეობას რომელთა მთავარი პრობლემა ოკუპაციასთან ერთად უწყლობა, ტრანსპორტი, ამბულატორია და ის ზოგადად უმუშევრობაა, რომელიც მთელ ქვეყანას აწუხებს. „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემუშავებული აქვს კონკრეტული ხედვა ანტი საოკუპაციო ქმდებებთან დაკავშირებით. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო მხარდაჭერა რაც სამწუხაროდ არ აქვთ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამაინები, რომლებიც ამაგრებენ დღეს საოკუპაციო საზღვარს ჰქონდეთ ელემენტარული მატერიალური შესაძლებლობა. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ არ მოხდეს ამ სოფლების დაცლა ადგილობრივი მოსახლეობისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია სახლმწიფო პროგრამების განხორციელება, ელემენტარული პირობების შექმნა მათი ღირსეული ცხოვრებისთვის და რაც მთავარია ქვეყანას უნდა ჰქონდეს დეოკუპაციისა და მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებელი საოკუპაციო სტრატეგია, რათა ქვეყანაში კეთილდღეობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება იყოს დაცული“ – თეონა აქუბარდია
კომენტარები