ენმ-ის წევრი ეკა ხერხეულიძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად ტვ მაუწყებლობის საკითხი ვერ გადაწყდა.
„მიუხედავად იმისა,რომ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა სასამართლო პროცესი,რომელსაც ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ექნებოდა,ამ დრომდე ვერ გადაწყდა ტვ მაუწყებლობა. ტექნიკური შესვენება საკითხის გადაწყვეტამდე“ – წერს ეკა ხერხეულიძე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეებზე. ექსპრეზიდენტი საქართველოში წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს.
კომენტარები