ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
„რა აღარ მახსოვს ამ ქვეყანაში და რა აღარ გაგვიშუქებია: დაზარალებული ატსტუპნიკები , დაზარალებული მეანაბრეები, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები, ხანძრით დაზარალებულები, სტიქიით დაზარალებულები, სხვადასხვა თაღლითური სქემებით დაზარალებულები, ლტოლვილები ხო თავისთავად… რამდენი ტრაგედია და დრამა მახსოვს, მაგრამ ეგეთი დრამა არავის გაუმართავს, რაც ამ შვეიცარიის ბანკით დაზარალებულმა კაცმა დაატრიალა. რათ შეგვჭამე კაცო, რათა. შენ ფულის დაბანდება არ იცოდე, ჩვენ რა შუაში ვართ, დაგვანებე თავი, ჩვენი გაჭირვება გვეყოფა, ვააახ!
2015 წელი:
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა.
“ლარი არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას. “რუსთავი 2″ ახდენს აგიტაციას. ეს ფასებზე არ ასახულა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში, ის ასახვას პოვებს საქართველოზეც”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა გაერკვეს თუ რომელ ვალუტაში დააბანდოს ფული.
“ეკონომიკა და ბიზნესი რთული მექანიზმია და მას ალღო და ცოდნა უნდა. მარტივი არაა სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში, ლარსა თუ ევროში. ეს არის ბიზნესპროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესში უნდა გაერკვეს. მან უნდა დაიქირავოს ბანკი ან სპეციალისტი, ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს. ბიზნესმენებიც ბევრი ვერ ახერხებს სწორად გამოცნობას თუ სად გადაიტანოს თავისი ქონება, რომელ ვალუტაში”, – აღნიშნა ექს პრემიერ-მინისტრმა.“
კომენტარები